თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, +1, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ – აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +7, +9, დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. […]
თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „რეჯეფ ერდოღანის ვიზიტი ერ-რიადში: თურქულ-არაბული ურთიერთობების მიმოხილვა“. პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლად არის განხილული ჩვენი მეზობელი ქვეყნის – თურქეთის კავშირები არაბულ სამყაროსთან. აქვე შევნიშნავთ, რომ მე-16 – მე-18 საუკუნეებში არაბეთის ნახევარკუნძული თურქეთის (ოსმალეთის იმპერიის) შემადგენლობაში შედიოდა. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი […]
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ევროპას არ შეუძლია, საკუთარი თავი აშშ-ის გარეშე დაიცვას. ამის შესახებ ბუდრისიმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ლიეტუვამ უნდა გააგრძელოს ვაშინგტონთან პრაგმატული, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები. როგორც ბუდრისმა აღნიშნა, ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოება ეყრდნობა აშშ-სა და ნატო-ს. „აშშ-თან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირების შენარჩუნება არის უმაღლესი პრიორიტეტი. ალტერნატივა არ არის და არ იქნება, ყოველ […]
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6893 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1749 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1701 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]
თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „აბუ-დაბის მოლაპარაკებების წინ: მოსკოვის მასირებული შეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე, დიდი ყინვების დროს“, რომელშიც უკრაინაში შექმნილი მძიმე სიტუაციაა განხილული. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: სამშაბათს, ოთხწლიანი ომის დასრულებისკენ მიმართული ახალი მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთმა მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა უპილოტო საფრენი […]
„ინდოეთის ხელისუფლება მიესალმება დონალდ ტრამპთან დადებულ „გარიგებას“, მაგრამ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას არ ადასტურებს“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორები – ჯონ რიდი, ანდრეს შიპანი, კრიშნა კაუშიკი და ჯეიმს სმიტი აშშ-ინდოეთს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულების ირგვლივ მიმდინარე აჟიოტაჟურ მოვლენებს განიხილავენ. „მართლაც გადაწყვიტა ინდოეთმა უარი თქვას რუსული ნავთობის […]
ტექნიკური მიმართულება თუ დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება. გაერთიანების პირობებში ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ტექნიკურ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან დღეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში კადრების დიდი დეფიციტია. „არავითარი ტექნიკური და […]
ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს დებატებთან დაკავშირებით განუცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას. „ხელოვნურად იყო დალაგებული პოლარიზაცია, ხელოვნურად იყო ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება. ამას ხელს უწყობდა კონკრეტული მედიასაშუალებების […]
შვეიცარიულ ბანკში, Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჩაკ გრასლიმ განაცხადა, რომელიც აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს და მრავალი წლის განმავლობაში აკვირდება Credit Suisse-ის საქმიანობის გამოძიებას. „როიტერის“ ცნობით, გამოძიება შეეხება ბანკების როლს ჰოლოკოსტის ხელშეწყობაში. მისი თქმით, აღმოჩენილ ანგარიშებს შორის იყო აქამდე უცნობი, ომისდროინდელი ანგარიშები, რომლებიც ეკუთვნოდა გერმანიის […]
თიბისი აქტიურად მონაწილეობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში – მრავალმხრივი მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხელს უწყობს, როგორც მსხვილი კინოფესტივალების, ასევე დამოუკიდებელი კინო-ინიციატივების გაძლიერებასა და ქართული კინოს პოპულარიზაციას. კინოდაჯილდოება ელისო 2026 ღია კონკურსს აცხადებს. თიბისის მხარდაჭერით და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას. კონკურსის პირობების […]